სად იმალებიან ბაქტერიები და როგორ გავანადგუროთ ისინი მთელ სახლში


clean-401150

სახლის ბაქტერიებისგან გასუფთავება დაიწყეთ სამრეცხაო ოთახიდან. ფიქრობთ, რომ სარეცხი მანქანა ყველაზე სუფთა მოწყობილობაა თქვენ სახლში? – ცდებით. ჭუჭყიანი სარეცხი თქვენ სარეცხ მანქანას და გარშემო ავეჯს უამრავი ბაქტერიითა და ვირუსით ავსებს. სარეცხი მანქანის გასასუფთავებად ჩაასხით მასში მათეთრებელი და კვირაში ერთხელ ამუშავეთ  სარეცხის გარეშე. ბაქტერიების მოსაკლავად კი გარეცხეთ და გააშრეთ თქვენი სარეცხი უმაღლეს ტემპერატურაზე, რის ატანასაც ქსოვილი შეძლებს.

გარეცხეთ პირსახოცები
თუ ერთ პირსახოცს მხოლოდ ერთი ადამიანი იყენებს, გარეცხეთ ის კვირაში ერთხელ. თუ ოჯახში ვინმე ავადაა, მაშინ უმჯობესია თითოეული მოხმარების შემდეგ გარეცხოთ ისინი.
სამზარეულოს ხელსახოცები, უმჯობესია საცვლებთან და აბაზანის პირსახოცებთან ერთად არ გარეცხოთ.
getty_rf_photo_of_folding_towels

განდევნეთ საძინებლიდან ბაქტერიები
გარეცხეთ საწოლის თეთრეულები კვირაში ერთხელ, ცხელ წყალში. გაასუფთავეთ ადგილები, სადაც ხელი ყველაზე ხშირად ხვდება. უმჯობესია, რომ საძინებელში საკვები და სასუსნავები არ შეიტანოთ, შემდეგ ძირს დაყრილი ნამცეცები ბაქტერიებს ადვილად იზიდავს.
getty_rf_photo_of_dog_in_bed

დეზინფექცია მისაღები ოთახისთვის
ბაქტერიები ადვილად მრავლდებიან და დიდ ხანს ცოცხლობენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჟურნალების მაგიდა, ტელევიზორის პულტი, ტელეფონი და ა.შ. გაწმინდეთ ისინი ხშირად სადეზინფექციო საშუალებებით. გამოიყენეთ ნოტიო მიკრობოჭკოვანი ქსოვილები მტვრის გადასაწმენდად. გაითვალისწინეთ, რომ ბაქტერიები ხალიჩებზეც უხვად მრავლდება, ამიტომ ხშირად გაასუფთავეთ ისინი მტვერსასრუტით ან სპეციალური საწმენდი საშუალებებით.
getty_rm_photo_of_tv_remote

ბავშვების ოთახი
ბავშვები ადვილად იღებენ და ავრცელებენ ბაქტერიებს. კვირაში ერთხელ, აუცილებელია საწმენდი საშუალებებით ავეჯის ზედაპირების გაწმენდა.

სამზარეულოს ნიჟარა
სამზარეულოს ნიჟარა, ბაქტერიების მხრივ, მეორე ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია სახლში. პირველ ადგილზე კი სარეცხი ღრუბელია. გაწმინდეთ ნიჟარა სადეზინფექციო საშუალებებით ყოველდღე, ხოლო ჭურჭლის ღრუბელი დაასველეთ და შედეთ მიკრო ტალღურ ღუმელში 2 წუთით, ასე განადგურდება მის სიღრმეებში გადამალული ბაქტერიები.
getty_rf_photo_of_kitchen_sponges

მაცივარი
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მაცივარიც ის ადგილია, სადაც ბაქტერიები ცოცხლობენ. გაწმინდეთ მისი შიდა კედლები, კარებები, თაროები ცხელი, ქაფიანი წყლით. მაცივარში სუნის გასაქრობად გამოიენეთ წყლისა და თეთრი ძმრის ნარევი ( ნებისმიერ ჭურჭელში შურიეთ თანაბარი რაოდენობით წყალი და ძმარი) ან გაწმინდეთ მაცივარი შიგნიდან საცხობი სოდისა და წყლის ნარევით.
getty_rf_photo_of_cleaning_refrigerator

გაწმინდეთ სააბაზანო
სააბაზანოს სადეზიმფექციო საშუალება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ: შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, 2 სუფრის კოვზ ამიაკს(ნიშდურის სპირტი) დაუმატეთ წურჭლის მეოთხედი თბილი წყალი. გამოიყენეთ ეს სითხე ნიჟარისთვის, სააბაზანოს კედლების გასაწმენდად.

სპეციალური სადეზიმფექციო ხსნარები საუკეთესო საშუალებაა ბაქტერიებთან საბრძოლველად, მაგრამ ყოველდღიური მოხმარებისთვის უმჯობესია ძმრისა და წყლის ნარევი გამოიყენოთ. ის  კარგია ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად, ამავდროულად უსაფრთხოა ბავშვებთან და ცხოველებთან გამოყენებისას.